კჯჰკჯჰკ
ლკიჯლკჯლკჯლკჯლკჯ
Sunday, March 31, 2013
ინტელის ძირითადი კურსი , მესამე დღე
თანდათან ჩნდება სინათლე "გვირაბის" ბოლოს. უკვე მესამე დღეა და საკმაოდ დიდი სამუშაოც შევასრულეთ, გავიარეთ 4 მოდულის მიხედვით შესასრულებელი სამუშაოები და დავიწყეთ მე-5 მოდულზე მუშაობა, კერძოდ: გავაცნობიერეთ, რომ მუშაობის თითქმის ყველა ეტაპზე მომდევნო პროცესების სწორად დასაგეგმად აუცილებელია შეფასებების გაკეთება, ეს შეიძლება იყოს მოკლე განმავითარებელი თვითშეფასება: ძლიერი მხარეების შესანარჩუნებლად და სუსტის გასაუმჯობესებლად. მანამდე კი საჭიროა პროექტისათვის უფრო ხელსაყრელი შეფასების ტიპის განსაზღვრა და შეფასების გეგმის კრიტერიუმის ჩამონათვალის განსაზღვრა.
პრაქტიკულად შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო თვალსაჩინოება და შევაფასეთ მისი სრულყოფილება
Saturday, March 30, 2013
ინტელის ძირითადი კურსი, მეორე დღე
თანდათან უფრო კონკრეტდება ჩვენი პროექტის თითოეული ნაწილი. დღეს ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე, პროექტის ძირითად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებზე, პროექტის შესრულების მონიტორინგზე, დავაკონკრეტეთ პროექტის მიზანი და ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, მითუმეტეს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ინტერნეტ-რესურსების მოპოვების დროს შეიძლება წამოიჭრას მასალის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები.
თანდათან უფრო ნათელი ხდება ჩვენს წინაშე დასმული ამოცანა, მაგრამ ჩემის აზრით პედაგოგთა საკმაოდ ვიწრო წრე დაინტერესდება ამ სამუშაოს შესრულებით, თუკი მათთვის არ იქნება გამოყენებული რაიმე დამატებით მოტივატორი.
ინტელის ძირითადი კურსი, პირველი დღე
საქართველოს სკოლების პედაგოგებისათვის მუშაობას იწყებს ძალიან საინტერესო პროექტი: ინტელის ძირითადი კურსი, რომელიც პროექტებით სწავლებას გულისხმობს.
მიუხედავად იმის, რომ ჯერ მხოლოდ პირველი დღეა და ბევრი შეკითხვა მაქვს, მაინც შემიძლია პირველი სამუშაო დღის შეჯერება: ჯგუფებში მუშაობა, პროექტის შაბლონის შედგენა, ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, რის მიღებასაც პრაქტიკულად ემსახურება სწორედ პროექტებით სწავლა.
ვთვლი, რომ პედაგოგებს ძალიან საინტერესო და დიდი შანსი ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, მაგრამ დიდ ძალისხმევაც დასჭირდებათ შედეგების მისაღწევად.
Subscribe to:
Posts (Atom)