კჯჰკჯჰკ
ლკიჯლკჯლკჯლკჯლკჯ
Saturday, March 30, 2013
ინტელის ძირითადი კურსი, მეორე დღე
თანდათან უფრო კონკრეტდება ჩვენი პროექტის თითოეული ნაწილი. დღეს ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე, პროექტის ძირითად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებზე, პროექტის შესრულების მონიტორინგზე, დავაკონკრეტეთ პროექტის მიზანი და ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, მითუმეტეს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ინტერნეტ-რესურსების მოპოვების დროს შეიძლება წამოიჭრას მასალის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები.
თანდათან უფრო ნათელი ხდება ჩვენს წინაშე დასმული ამოცანა, მაგრამ ჩემის აზრით პედაგოგთა საკმაოდ ვიწრო წრე დაინტერესდება ამ სამუშაოს შესრულებით, თუკი მათთვის არ იქნება გამოყენებული რაიმე დამატებით მოტივატორი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ინგა, პირველ რიგში დაინტერესდებიან შემოქმედებითი, აქტიური მასწავლებლები, ასევე სქემაში ჩართული მასწავლებლებც. პირადად მე ასე სიღრმისეულად, თითოეული ეტაპის გათვალისწინებით არასოდეს მომისმენია ასეთი საინტერესო მოდული პროექტების განხორციელებსთან დაკავშირებით. ინტელმა მოგვცა შესანიშნავი პროდუქტი, რაც საშუალებას მისცემს მონდომებულ მასწავლებელს სრულყოფილად იმუშაოს ამ მიმართულებით. შეიძლება საწყის დონეზე მათი რაოდენობა მცირე იყოს, მაგრამ თუ კარგად დავიწყებთ, ფართო სპექტრზეც გავალთ.
ReplyDelete