კჯჰკჯჰკ

ლკიჯლკჯლკჯლკჯლკჯ

Tuesday, April 2, 2013

ინტელის ძირითადი კურსი, მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეც დანარჩენების მსგავსად მოცულობითი და საინტერესო იყო. განვიხილეთ განსხვავებული საჭიროებების ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები, რომლის ფარგლებში ჩვენს პროექტში გავწერეთ სპეციალური საჭიროების, არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი აქტივობები. ვისაუბრეთ თვითრეგულაციის მექანიზმებზე და დახმარების სტრატეგიებზე ვიგოდსკის მიხედვით. ყველა ამ საკითხს ჩვენი პროექტის კონტექსტში განვიხილავდით. ჩემთვის ნათელი გახდა ის უზარმაზარი სამუშაო, რომელიც ჩვენს მიერ არის ჩასატარებელი საქართველოს სკოლებში, იმისათვის რომ მოხდეს სწავლა-სწავლების პროცესის სრულიად ახალი მიმართულებით წარმართვა. უღრმესი მადლობა ქ-ნ ნინოს, ბატონ კახას და ბატონ მერაბს ჩვენამდე ამ სიახლეების მოტანისა და სიახლეების შემოტანისათვის. იმედს ვიტოვებ, რომ პროექტი წარმატებული იქნება.

No comments:

Post a Comment